გოგი მეშველიანის ძმის განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია და ბრალდება, თითქოს მან განახორციელა გასროლა, სიცრუეა

ქართული ოცნების“ ბოლნისის,, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმის, გოჩა მეშველიანის განცხადებით, მას ცეცხლსასროლი იარაღი თან არ ჰქონია და ბრალდება, თითქოს მან გასროლა განახორციელა, სიცრუეა.

გოჩა მეშველიანის განცხადებით, შეიარაღებულები იყვნენ "ნაცმოძრაობის" აქტივისტები და გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს ობიექტური სინამდვილე, რათა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინეს.

"მე ცეცხლსასროლი იარაღი თან არ მქონია და ბუნებრივია ვერც გავისროდი. არცერთ ჩვენს წარმომადგენელს არც იარაღი ჰქონდა, არც ხელკეტები ჰქონიათ და არც ქვები. შეიარაღებული იყო პირადად იუსუფოვი, "ნაცმოძრაობის" კოორდინატორი და სხვებიც შეიარაღებულები იყვნენ ქვებითა და ხელკეტებით. ეს ყველაფერი მოხდა იუსუფოვის წაქეზებით და ის მოუძღოდა წინ და პირადად მან ჩაარტყა ჩვენს აქტივისტს. ჩვენს წარმომადგენლებს ხელკეტები არ ჰქონიათ და ამას გამოძიება დაადგენს.

გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს ობიექტური სინამდვილე და უნდა დაისაჯონ ის დამნაშავე პირები, ვინც ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა", - განაცხადა გოჩა მეშველიანმა.

ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. მხარეები მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

როგორ შსს-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით