ექიმის განცხადებით, ბოლნისში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის დაპირისპირების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

ბოლნისში, სოფელ ნახიდურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული ერთი პირი მარნეულის „ავერსის“ კლინიკაშია მოთავსებული.

მორიგე ექიმის, ნინო გოგოძის განცხადებით, პაციენტს თავის არეში, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა აქვს.

ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს ამ დროისათვის საფრთხე არ ემუქრება.

"პაციენტი შემოვიდა თვითდინებით, მას თავის არეში ღია ჭრილობა აღენიშნებოდა. ჭრილობა დამუშავდა, გაიკერა, გაკეთდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. პაციენტი შემოყვანის დროს კონტაქტური იყო, მაგრამ ამ ეტაპზე მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. მკურნალობას განაგრძობს ნერვოლოგიურ განყოფილებაში. ჭრილობა სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ნინო გოგოძემ.

ცნობისთვის, ბოლნისში, სოფელ ნახიდურში დაპირისპირება მოხდა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის.

როგორ შსს-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს