აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხეთის მხარეს დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი 550-ია

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანის არმიაში დაჭრილებისა და დაშავებულების შესახებ უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება,- აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, განადგურებულია სომხური მხარის საბრძოლო მასალის 3 საწყობი, ათობით ტექნიკა, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი 550-ია

„განადგურებულია მტრის 22 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 18 იპილოტო საფრენი აპარატი, დაღუპული და დაშავებულია 550 ადამიანი, განადგურებულია საბრძოლო მასალის 3 საწყობი,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

ცნობისათვის, მანამდე სომხურმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ განადგურებულია აზერბაიჯანის არმიის 4 ვერტმფრენი, 33 ტანკი და საბრძოლო მანქანა და 27 უპილოტო საფრენი აპარატი. მათივე მტკიცებით, არიან დაღუპულები და დაჭრილები, თუმცა აზერბაიჯანული მხარე ინფორაციას მალავს.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ გამწვავდა. მხარეები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა განვითარებული მოვლენების გამო საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
გოჩა თევდორაძე - სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევისთვის ჩვენს მოსახლეობას საოჯახო ბიზნესს შევუქმნით (R)
მერაბ ჭიქაშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი პარტიაა, რომელსაც კანონის აღსრულება შეუძლია!" (R)
საქართველოში პირველად ჰიბრიდული B2B ფორუმი ჩატარდა