06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

იოსებ ხახალეიშვილი - ჩვენ ერთად ვაქცევთ ქუთაისს შესაძლებლობების ქალაქად, რომლის წარმატებითაც ასევე ერთად ვიამაყებთ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, იოსებ ხახალეიშვილმა მერიის მიერ ავტოქარხნის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ და მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა, მათ შორისაა: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, სკვერების და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, კულტურულ-სახელოვნებო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მრავალსართულიანი კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია, საყრდენი კედლების რებილიტაცია და ა. შ.

შეხვედრაზე კანდიდატები ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ გამოწვევებს გაეცნენ და ადგილობრივების მოსაზრებები მოისმინეს.

„იმისათვის, რომ სწორად განვსაზღვროთ ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები და პრობლემების ზუსტი იდენტიფიცირება მოვახდინოთ, თითოეულ მოქალაქეს ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ. მათ აქვთ გარკვეული ხედვები ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ თითოეული თანაქალაქელის რაციონალური რჩევა და გონივრული მოსაზრება უნდა გაითვალისწინოს ქალაქის მერმა. მახარებს, რომ ჩემს ქალაქში ძალიან ბევრი ჭკვიანი და დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ ერთად ვაქცევთ ქუთაისს შესაძლებლობების ქალაქად, რომლის წარმატებითაც ასევე ერთად ვიამაყებთ“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი