„ევროპულმა საქართველომ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში მარათონი გამართა

„ევროპულმა საქართველომ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში მარათონი გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, მარათონს „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა ესწრებოდა.

გიგი უგულავას თქმით, მარათონი სიმბოლური ხასიათისაა, რათა ახალგაზრდებს ახსოვდეთ, რომ აფხაზეთი საქართველოა და მისია, რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია, ყოველი მოქალაქის შესასრულებელია.

ამასთან, როგორც უგულავა აცხადებს, ამგვარი ღონისძიებები ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას ეხმარება.

„ნებისმიერი ადამიანის თუ საზოგადოების მეხსიერებას სჭირდება ძალიან მკვეთრი შთაბეჭდილებები. ახლა ჩვენ ვიმყოფებით სოფელ შამგონაში, რომელიც არის ენგურის მდინარეში, პრაქტიკულად, კუნძული და ამის იქით უკვე აფხაზეთია. ეს ღონისძიება ერთ-ერთმა ადგილობრივმა დაგეგმა და იდეა მოგვაწოდა და აქ ამ ბავშვებისათვის ეს არის შთაბეჭდილება და შეხსენება, რომ აფხაზეთი საქართველოა და ჩვენ გვაქვს ტკივილი და გვაქვს მისია, რომელიც ჩვენი შესასრულებებლია და სხვა ვერავინ შეასრულებს.

ამ თვალსაზრისით ეს ღონისძიებები არის მნიშვნელოვანი, გარდა იმისა, რომ უბრალოდ ჩვენი სოფლები, განსაკუთრებით ახალგაზრდები და ბავშვები მონატრებულები არიან ასეთ თავშეყრას. მე ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიება შედგა და სხვა სოფლებიდანაც თუ იქნება გამოხმაურება ძალიან კარგი იქნება. რაც მთავარია, ეს არის შეხსენება, რომ აფხაზეთი საქართველოა,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ევროკრედიტსა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ იხსნება
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა