კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი ფოთში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი ფოთში გამოვლინდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, „კოვიდ 19“ თვითიზოლაციაში მყოფ ახალგაზრდა ქალს დაუდგინდა. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.

„ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მას რესპირატორული სიმპტომები მე-12 დღეს გამოუვლინდა და „პისიარ“ კვლევამ დადებითი პასუხი ანახა. პაციენტი ფოთის კოვიდ კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. ამ დროისთვის ახალგაზრდა ქალის 26 კონტაქტია გამოვლენილი, ნიმუშები გაგზავნილია კვლევისთვის ლაბორატორიაში და პასუხი სავარაუდოდ, გვიან ღამით გახდება ცნობილი,“ - აცხადებენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა