აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადყოფოში კორონავირუსით გარდაცვლილ ორ პაციენტს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა

კორონავირუსით გარდაცვლილი 3 პაციენტიდან 2 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ორივე მამაკაცს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.

„ერთი 65 წლის პაციენტი, მკურნალობდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. 22 სექტემბერს კლინიკაში მიიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ. მას ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა. პოსტრეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გადატანილი ჰქონდა მოიკარდიომის ინფარქტი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ორმხრივი ჰიდროთორაქსი. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 28 სექტემბერს 07:45 საათზე.

მეორე, 70 წლის პაციენტი, ასევე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. კლინიკაში 21 სექტემბერს შეიყვანეს დიაგნოზით - კოვიდ 19, ცხელება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს გადატანილი ჰქონდა ინსულტი.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 28 სექტემბერს 08:25 საათზე",- აცხადებენ უწყებაში.

იხილეთ ვიდეო:აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადყოფოში კორონავირუსით გარდაცვლილ ორ პაციენტს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა