შატილის მიმართულებით 18 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე 18 კმ-იანი მონაკვეთის (კმ31-კმ51) რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, რეაბილიტირებული გზა მდ. არაგვის სანაპიროს მიუყვება და მთავრდება სოფელ კორშას შესასვლელემდე.

მათივე ცნობით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ცენტრალურ რეგიონს აკავშირებს შატილთან და პირიქითა ხევსურეთთან.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ მონაკვეთს 40 წელია არ ჩატარებია რეაბილიტაცია და გზა ძლიერ დაზიანებული იყო, რაც აფერხებდა ავტოტრანსპორტის გადაადგილებას.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 18 კმ. სიგრძის გზას, გაუმჯობესდა გზის ტექნიკური პარამეტრები, რეაბილიტირდა ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო საგზაო სამოსის და მოძრაობის უსაფრთხოებისათვის გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 10 191 000 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე 9 ხიდების მშენებლობა გრძელდება, რომლის ღირებულება 6 043 441 ლარია.

„შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება სხვა მონაკვეთებზეც. ამ დროისათვის, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, აქტიურად მიმდინარეობს 16 კმ-იანი მონაკვეთის (კმ16-კმ32) რეაბილიტაცია, მისი ღირებულება 13 337 082 ლარია. ასევე გზის რეაბილიტაციის ერთი მონაკვეთი, „მთის გზების“ პროექტის ფარგლებში, სნო-ჯუთა- როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის მშენებლობის შემადგენელი ნაწილია.

საერთო ჯამში, შატილის მიმართულებით 12 პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 86 კმ. გზა და მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩაუტარდება 15 ხიდს. ამ პროექტების განხორციელებას 59 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

აღნიშნული პროექტების მიზანია შატილამდე მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდეს ბევრად უსაფრთხო, ვინაიდან არსებული გზა არის გრუნტის, ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები და 2 ავტომანქანისთვის გვერდის ავლა პრაქტიკულად შეუძლებელია.

გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შატილის მიმართულებით გაუმჯობესდება გზის პარამეტრები, გაფართოვდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ბაგიროვანი ზღუდარები და გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება. შატილამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს, რეგიონის განვითარებას და ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა