მიშა ბოლქვაძე - აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ბანერები მიზანმიმართულად დააზიანეს

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ბანერები მიზანმიმართულად დააზიანეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მიშა ბოლქვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ოპოზიციის წევრს მიაჩნია, რომ ეს „ქართული ოცნების" ხელწერაა.

„ხელისუფლება გვებრძვის ასეთი ბინძური მეთოდებით. ჩვენ კი აუცილებლად ვაჩვენებთ მაღალ პოლიტიკურ კულტურას და ყოველ ასეთ ვანდალურ ფაქტს საქმის კეთებით ვუპასუხებთ.

აღნიშნული ფაქტები, სოფელ აჭარისწყალში, დოლოგანში, ჭარნალსა და ახალსოფელში დაფიქსირდა",- აცხადებს ბოლქვაძე.

იხილეთ ვიდეო:აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ბანერები დააზიანეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა