გიორგი ვაშაძე - მოითხოვეთ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის დებატები, რატომ არ ითხოვთ?!

„სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ ასრულებს იმ დაკვეთას, რაც საზოგადოებას სჭირდება. მან ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფრასტრუქტურა ნებისმიერი დამოუკიდებელი ჟურნალისტისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

„ჩემი აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ ასრულებს იმ დაკვეთას, რაც საზოგადოებას სჭირდება. ის უნდა იყოს ღია მექანიზმი, პლატფორმა, მათ შორის სხვა მედიასაშუალებებისთვის, რომ შექმნილი ინფრაქსტრუქტურა დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმაც გამოიყენონ. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს აქვს. ის არ მონაწილეობს აღმშენებლობის პროცესში, დემოკრატიული პრინციპების განვითარებაში, რაც მთავარი ფუნდამენტი უნდა იყოს. ამ შინაარსით საზოგადოებრივი მაუწყებელი ნამდვილად არ უნდა იყოს“,-განაცხადა ვაშაძემ.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, საზოგადოებრივ მაუწყებელმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის დებატების ჩატარება უნდა მოითხოვოს.

„მოითხოვეთ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის დებატები, რატომ არ ითხოვთ?! ლოტოტრონში რომ აგდებთ 80 პარტიას, უინტერესო რომ გახადოთ დებატები. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, როგორც ჩვენი ჯიბიდან დაფანანსებულმა მაუწყებელმა, გამოდით და საჯაროდ მოსთხოვეთ ხელისუფლებას, მოვიდეს თქვენთან დებატებში, რატომ არ აკეთებთ ამას?!“,-განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას სურს, დებატებისგან ფარსი შექმნას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა