სომხეთის თავდაცვის უწყება - აზერბაიჯანელი სამხედროები ქალაქ მარტაკეტში საარტილერიო შეტევას ახორციელებენ

სომხეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, აზერბაიჯანელი სამხედროები მთიან ყარაბაღში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ საარტილერიო შეტევას განაგრძობენ.

„ცოტა ხნის წინ ვნახე ფოტოები, სადაც ასახულია, როგორ ახორციელებენ ისინი საარტილერიო შეტევას ქალაქ მარტაკეტში,“- აღნიშნა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა არცრუნ ჰოვანისიანმა.

პარალელურად, აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რომ სომეხმა სამხედროებმა ტარტარის რაიონში სტრატეგიულ ხიდსა და პოლიციის შენობაზე მიიტანეს იერიში.

მათივე ინფორმაციით, სომხური მხარე თავს ესხმის სამოქალაქო ობიექტებს, რის შედეგადაც ქალაქ ტარტარში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, საიდანაც მოსახლეობის ევაკუირება განხორციელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა