გუბერნატორის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო, ოზურგეთის ყველა სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან 16 გურიაში გამოვლინდა. სახელმწიფო რწმუნებულის ზურაბ ნასარაიას ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევები „აჭარა ტექსტილსა“ და დაბა ლაითურს უკავშირდება. მისივე თქმით, მიმდინერეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები.

„16 დადასტურებული შემთხვევიდან 13 „აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება და ამ ფაბრიკის თანამშრომლები არიან. ყველა მათგანი უკვე შესაბამის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. მათ, ვისაც არ აქვს დადასტურებული "კოვიდ 19", მაგრამ დასაქმებულია „აჭარა ტექსტილში“, გადაყვანილი არიან აჭარის საკარანტინო სივრცეში და მათზე დაკვირვება გრძელდება“, - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

ამასთან, მისივე თქმით, ოზურგეთის ყველა სკოლა მომატებული რისკის გამო სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ჩოხატაურსა და ლანჩხუთში კი სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა