გიორგი ვაშაძე - ოპოზიცია ვთანხმდებით, რომ საქართველოს აქვს მომავალი და ამ მომავლისთვის მთავარი სისტემური, კომპლექსური და გეგმაზომიერი რეფორმებია

ყველა ფუნდამენტურ საკითხზე გვაქვს შეთანხმება და ზუსტად ვიცით, რომ მოვდივართ ხელისუფლებაში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციურ პარტიებს შორის ეკონომიკისა და განათლების სფეროებში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის აზრით, ოპოზიციურ ძალებთან კიდევ ერთი შეთანხმება, ქვეყანას შექმნილი მძიმე კრიზისიდან იხსნის „რის შედეგადაც დაიწყება აღმშენებლობა“.

„საქართველო უმძიმეს კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება და შესაბამისად, აუცილებელია, ხელისუფლებაში იყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალები და ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენ, ოპოზიცია ამ ხელმოწერებით ვაფიქსირებთ, რომ გვჯერა, საქართველოს აქვს მომავალი და ამ მომავლისთვის მთავარი სისტემური, კომპლექსური და გეგმაზომიერი რეფორმებია. დღეს ჩვენ ვაწერთ ხელს რეფორმების პაკეტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი, ეს არის მთავრობის და ბიუროკრატიის შემცირება და ეკონომიკური განვითარება და მეორე ეს არის განათლების რეფორმა. ყოველივე ეს მნიშვნელოვანი ფუნდამენტია, რაც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის. განათლების სისტემაში ჩვენ მაქსიმალურად ვემხრობით დეცენტრალიზაციას - მეტი დამოუკიდებლობა სკოლებს და მასწავლებლებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავათავისუფლოთ პოლიტიკური წნეხისგან განათლების სისტემა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენ მაქსიმალურად ვემხრობით, რომ ბიუროკრატიული წნეხი შემცირდეს ეკონომიკაზე, მიწისა და საკუთრების რეგისტრაცია აღარ იყოს თავის ტკივილი მოქალაქეებისთვის და რაც მთავარია, ეკონომიკამ სწრაფი განვითარება დაიწყოს.

აქამდე ოპოზიციურმა ძალებმა უკვე მოვაწერეთ ხელი მართლმსაჯულების, სასამართლოსა და შინაგან საქმეთა ორგანოების, ანუ სამართალდამცავი ორგანოების რეფორმებს, რაც ნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ ეს არის ბოლო დოკუმენტი, რომელსაც ვაწერთ ხელს და ვთანხმდებით. ყველა ფუნდამენტურ საკითხზე გვაქვს შეთანხმება და ზუსტად ვიცით, რომ მოვდივართ ხელისუფლებაში, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი და მოვიტანოთ სიკეთე საქართველოს თითოეული მოქალაქის ოჯახში. ჩემს კოლეგებს და მეგობრებს ვულოცავ ამ ნაყოფიერი მუშაობის შედეგს და რაც მთავარია მთავარი მოსალოცი იქნება მაშინ, როცა ეს რეფორმები რეალიზებას დაიწყებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის კომენტარს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა