ჩინეთის საგარეო უწყება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე - ჩინეთი დარწმუნებულია, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ყველას ინტერესებშია

ჩინეთის საგარეო უწყება მთიან ყარაბაღში სიტუაციის ესკალაციას ეხმიანება და მხარეებს უთანხმოების დიალოგის გზით გადაჭრისკენ მოუწოდებს.

„ჩინეთი დარწმუნებულია, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ყველა მხარის, მათ შორის სომხეთისა და აზერბაიჯანის, ინტერესებშია. იმედი გვაქვს, მხარეები კონფლიქტის კიდევ უფრო გაზრდის პრევენციის მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებენ,“- განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვან ვენბინმა.

შეგახსენებთ, მეორე დღეა მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. Reuters-ის ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად ამ დრომდე დაღუპულია 21 და დაშავებულია ასობით ადამიანი. აღსანიშნავია, რომ დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.

იხილეთ ვიდეო: ჩინეთის საგარეო უწყება მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მხარეებს უთანხმოების დიალოგის გზით გადაჭრისკენ მოუწოდებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა