სკოლებში  სამედიცინო მომსახურების სივრცის მოწყობა სავალდებულო იქნება

2022 წლის 15 სექტემბრისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლა ვალდებული იქნება სასწავლო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სივრცე მოაწყოს. შესაბამისი ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შედის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკითხის მომხსენებელმა და განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა განუცხადა, სამედიცინო სივრცის მოწყობისა და ასევე, სამედიცინო პერსონალის ოდენობის შესახებ სტანდარტი განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა ერთობლივად უნდა შეიმუშავონ და მიიღონ.

მარგველაშვილის ინფორმაციით, ამჟამად მოქმედი რეგულაციით, სამედიცინო სივრცის არსებობა სკოლაში არა ვალდებულება, არამედ ნებაყოფლობითია და ამის გამო, მსგავსი კაბინეტი დაწესებულებების მხოლოდ 23%-ში, 481 სკოლაში ფუნქციონირებს.

„ყველა სკოლაში ზოგადად საგანმანათლებლო დაწესებულებაში იქნება ვალდებულება სკოლების სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის. ვინ უნდა აწარმოებდეს შემოწმებას, რა სტანდარტით, რამდენი სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს, როგორი იქნება გადანაწილება, ამ სტანდარტს სამინისტროები შეიმუშავებენ. მაგალითად: სადაც 2000 ბავშვია, იმ სკოლაში ექიმი უნდა იყოს, სადაც 10 ბავშვია, ეს ფუნქცია შესაძლოა, სოფლის ექიმმა შეითავსოს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სესიაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცება მიმდინარე სესიის ფარგლებში მოესწრება. რაც შეეხება, კანონის დამტკიცებას, ის ვარაუდობს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი საკითხის განხილვას საგაზაფხულო სესიაზე დაასრულებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა