სიღნაღის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხები იწმინდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სადრენაჟე და საირიგაციო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს მელიორაციიდან“ აცნობეს, კახეთში, წნორის კომპლექსების ტერიტორიაზე, ბოდბისხევის კოლექტორიდან გამომავალი სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„დანალექისა და ხე-მცენარეებისგან 8 500 მეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 180 ჰექტარი სატბორე მეურნეობისთვის და 60 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობისთვის სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. „საქართველოს მელიორაციამ“ არხის მოწესრიგების სამუშაოები საკუთარი ძალებით სექტემბერში დაიწყო და ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს