ბოლნისში, სოფელ ნახიდურში ადგილობრივები „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქციას მართავენ

ბოლნისში, სოფელ ნახიდურში ადგილობრივი ვეტერანები „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქციას მართავენ.

დღევანდელი სოლიდარობის აქცია გუშინ, ბოლნისში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე კახაბერ კვაკვასკირი აცხადებს, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„გუშინ ჩვენს მომხრეს თავს დაესხა ბანდიტური დაჯგუფება, ე.წ. ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის ძმა. ათეულობით ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა მას. გუშინაც იყო მხარდამჭერი აქცია, მაგრამ დღესაც ვეტერანებმა, თანამოაზრეებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებმა გადაწყვიტეს, რომ მოსულიყვნენ და მხარი დაეჭირათ ჩვენი დაზარალებული მომხრეებისთვის“,-განაცხადა კვაკვასკირმა.

მისი თქმით, ინციდენტის შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ 3 მხარდამჭერი დაშავდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დაახლოებით 50-მდე ავტომობილი დაიძრა თბილისიდან ბოლნისისკენ აქციაზე, სადაც გუშინ „ჩაიხანის“ შენობაში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე იმყოფება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელი დიმიტრი შაშკინი. როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, აქციის მონაწილეები სოფლის მოსახლეობას შეხვდებიან და მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

„ეს არის მორალური მხარდაჭერა, ასევე გადავლენ სხვა სოფლებში, შეხვდებიან მოსახლეობას და ეტყვიან, რომ ხალხის ცემის უფლებას არავის მისცემენ“,-განაცხადა შაშკინმა.

იხილეთ ვიდეო: ბოლნისში, სოფელ ნახიდურში ადგილობრივმა ვეტერანებმა "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით აქცია გამართეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო