გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ახალგაზრდა დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 24 წლის ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით სოფელ კარდენახში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს 70 წლამდე კაცსა და მის თანასოფლელ ახალგაზრდას შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა "ჯეო ჰოსპიტალსის" საავადმყოფოში მოათავსა.

ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. სავარაუდო ბრალდებული დაკავებულია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს