განათლების სამინისტროსთან მე-10 სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა ყოფილი დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს

განათლების სამინისტროსთან მე-10 სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა ყოფილი დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

ამასთან, ისინი სკოლის რეაბილიტაციის დროულად დასრულებასაც ითხოვენ.

განათლების სამინისტროსთან იმყოფებოდა სკოლის ყოფილი დირექტორიც, ბელა ხუბუტია, რომელმაც აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ხუბუტია თავის გათავისუფლებას სკოლის რეაბილიტაციის საკითხს უკავშირებს. მისი თქმით, მე-10 სკოლა 2017 წლიდან ელოდება პასუხს სკოლის გამაგრებითი სამუშაოების შესახებ.

აქციის მონაწილეები მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გაფიცვას გეგმავენ.

„მოთხოვნები ჩაბარდა განათლების სამინისტროს, ნაძალადევის ადგილობრივ გამგეობას, ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატს, სოფო კილაძეს.

მოგვცენ დადასტურებული პასუხი სკოლის გამაგრებითი სამუშაოების შესახებ. ყოველთვის გვეძლევა შაბლონური პასუხი. ამიტომ ვითხოვთ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ სამოქმედო გეგმას, სადაც დავინახავთ მე-10 სკოლას. მეორე საკითხი არის ის, რომ აპროტესტებენ შერჩევით სამართალს. ასევე დაგზავნილი გვქონდა მშობლების და მასწავლებლების წერილი. არ არსებობს პასუხი. პირველი სამი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში დავგეგმეთ პერმამენტული აქციები, დღეს უკვე დავიწყეთ ამ აქციების განხორციელება და თუ ამ აქციებმაც არ გამოიღო არანაირი შედეგი, მოსწავლეთა და მშობელთა საუკეთესო ინტერესების დაცვით, ვიწყებთ გაფიცვას”,- განაცხადა ბელა ხუბუტიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა