გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის საქმის არსებითი განხილვა 8 ოქტომბერს დაიწყება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის საქმის არსებითი განხილვა 8 ოქტომბერს დაიწყება.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დღეს დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას გულისხმობდა და საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, სასამართლომ განმარტა, რომ დევნის შეწყვეტის არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

„ალბათობის მაღალი ხარისხით მიგვაჩნია, რომ იმ ბრალდებულებს, რომელთაც ბრალი წარდგენილი აქვთ 109-ე მუხლით, მათ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა ჩაიდინეს და ეს ბრალდება არსებითი განხილვის შედეგად დადასტურდება. აღნიშნულის დამადასტურებელია მოწმეთა ჩვენებები, ვიდეომასალა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და უამრავი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ამ ბრალდებულებს საკმარისი დრო ჰქონდათ, რომ გიორგი შაქარაშვილი მოეკლათ და უკან ამოსულიყვნენ. პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება რა არის, სასამართლომ უნდა შეაფასოს არსებითი განხილვის დროს. ჩვენ გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ხუთივე ბრალდებულმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ნაწილში მონაწილეობა მიიღეს. ის, რომ უშუალოდ მკვლელობის ვიდეოჩანაწერი არ არის საქმეში და კამერით არ მიმდინარეობდა გადაღება, იმას არ ნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს მტკიცებულება არ აქვს და მათ განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენიათ", - განაცხადა ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა 8 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა