არჩილ ჩიქოვანმა ბესიკის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

ბათუმში, ბესიკის ქუჩის #44-ში ახალი სკვერის მოწყობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი გაეცნო. მისი განცხადებით, აღნიშნული სკვერის მოწყობა მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე გადაწყდა.

„სკვერის მოწყობის შემდეგ, დამონტაჟდება ატრაქციონები, განთავსდება ახალი საბაღე სკამები. გარდა ამისა, დაიდგმება ფანჩატურები და ჩატარდება მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები 2 კვირაში დასრულდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!