ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, შენდება სასცენო ნაგებობა. დაგეგმილია დასასვენებელი ბაქნების და სათამაშო (საბავშვო) მოედნების, გაზონის, საპარკო სკამების, სასმელი წყლის შადრევნების, დეკორაციული განათების ბოძების მოწყობა. ასევე, პარკში არსებული მნიშვნელოვანი ხე - მცენარეების დენდროლოგიური ჯიშებისათვის მცირე ზომის საინფორმაციო დაფების განთავსება; არსებული შადრევნის რეკონსტრუქცია და დამატებით ახალი შადრევნის მშენებლობა.

,,რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ნუკრი ხასიასთან ერთად გაეცნო. სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან სტოუნი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 1 819 427 ლარს შეადგენს.

ფოთის ცენტრალურ პარკში მრავალწლიანი, უნიკალური ჯიშების საზღვარგარეთიდან ჩამოტანასა და პარკის განაშენიანებაზე ზრუნავდა ფოთის ქალაქის თავი ნიკო ნიკოლაძე. აღდგენითი სამუშაოების შემდეგ ფოთის ცენტრალური პარკი ფოთელთათვის თავშეყრის, კულტურული და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მთავარი ადგილი იქნება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო