წნორში, მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა

წნორში, მოხუცთა თავშესაფრის ერთ-ერთ ბენეფიციარს, 79 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მოხუცთა თავშესაფრის დირექტორმა, ილია დემეტრაშვილმა განუცხადა.

როგორც დემეტრაშვილი განმარტავს, მოხუცს ვირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება.

„გეგმური შემოწმების დროს, ერთ-ერთ ბენეფიციარს დაუდგინდა კორონავირუსი, ის შესაბამის დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, ჩვენთან კი, კარანტინია გამოცხადებული.

ამჟამად, ჩივილები, ტემპერატურა არ აქვს, გეგმურად რომ არ შემოწმებულიყო, ვერც დავეჭვდებოდით“, - განაცხადა დემეტრაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა