ეკატერინე ტიკარაძე - მიზანი, რომ ტესტირებები შემცირდეს, ნამდვილად არ გაგვაჩნია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, COVID19-ზე ტესტირებების შემცირება მიზანს არ წარმოადგენს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა შესაბამისი პროტოკოლი, სადაც მითითებულია, თუ რამდენი ტესტირება უნდა ჩატარდეს ვირუსზე.

„ნამდვილად არ ვცდილობთ, რომ გამოკვლეულთა რაოდენობა მინიმუმზე დავიყვანოთ. ჩვენ გავსაჯაროვეთ დოკუმენტი, სადაც 120 000 სულ მოსახლეზე თითოეული ზონის მიხედვით მითითებული გვაქვს, თუ რამდენი ტესტირება უნდა ჩატარდეს. ეს პროტოკოლი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შემუშავებულია, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით. მიზანი, რომ ტესტირებები შემცირდეს, ნამდვილად არ გაგვაჩნია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ