რატი იონათამიშვილის განცხადებით, ბოლნისში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე ეტაპიანი პროვოკაციული ქმედება განახორციელა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ბოლნისში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე ეტაპიანი პროვოკაციული ქმედება განახორციელა. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც მმართველი პარტიის აქტივისტები პროვოკაციაზე ვერ წამოაგეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდნენ.

„ქართულმა საზოგადოებამ კარგად ნახა, რომ სოფელ ნახიდურში იყო რამდენიმე ეტაპიანი პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და მას შემდეგ, რაც ვერცერთ ჯერზე ვერ მოახერხეს, რომ ამ პროვოკაციაში ჩაერთოთ „ქართული ოცნების“ აქტივისტები, გადავიდნენ ფიზიკურ ძალადობაზე, მათ შორის, ხელკეტებითა და ქვებით. ჩვენ ცხადია, ამაზე გვექნება მყისიერი რეაგირება და ასევე, ჩვენ მივმართავთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და მისიებს, რომლებიც არიან დამკვირვებლები წინასაარჩევნო პროცესში, რათა მოხდეს მსგავსი საკითხების შეფასება და ჩვენ მივაწვდით ამ საკითხზე ამომწურავ ინფორმაციას.

ჩვენ ადრეც ვპროგნოზირებდით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რათა არჩევნები ჩატარდეს სამართლიან, მშვიდ გარემოში, იმ ოპოზიციის მხრიდან, რომლის რეიტინგი არის ნულთან მიახლოებული, იქნებოდა გარკვეული პროვოკაციები, მაგრამ ჩვენ თითოეულ ასეთ პროვოკაციას აღვკვეთთ და იქნება შესაბამისი რეაგირება და შეფასებები. როგორც ჩანს, ამ ადამიანებს არ აქვთ არანაირი პროაქტიული თემა ან დღის წესრიგი, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ საზოგადოების წინაშე წარსდგნენ და ისაუბრონ. ამიტომ, ერთადერთი, რაც ჰგონიათ, რომ შედეგის მომტანი იქნება მათთვის, არის პროვოკაცია და ძალადობის წახალისება,“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა