თორნიკე რიჟვაძე - დღეს 400-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვეყოლება, რომლებიც კოვიდ-სასტუმროებიდან და კლინიკებიდან გაეწერებიან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში 400-ზე მეტი ადამიანი კორონავირუსისგან განიკურნა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, რეგიონში ეპიდვითარება არის რთული, თუმცა აბსოლუტურად მართვადი.

"არცერთი პაციენტი არცერთი კოვიდინფიცირებული ძირითადი სამედიცინო სერვისის გარეშე არ გვყავს. აჭარაში მთელი რიგი ახალი პროტოკოლები ამოქმედდა. დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება კოვიდ სტატუსთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს გამოჯანმრთელების კრიტერიუმებს და დღეს 400-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვეყოლება, რომლებიც კოვიდ - სასტუმროებიდან და კლინიკებიდან გაეწერებიან.

ყველა ახალ კოვიდინფიცირებულთან შესაბამისი რეაგირება ტარდება, როგორც გადაუდებელი ასევე ჰოსპიტალურ ნაწილში. პაციენტებს, რომლებსაც მსუბუქ ფირმებში აქვთ, მათი ოჯახში მართვა ხდება.

ბოლო დღეებში აბსოლუტურად გავმართეთ ცხელი ხაზი და რეაგირების მექანიზმები, რაც გულისხმობს არსებული ხარვეზები მინიმუმამდე დავიყვანოთ და ასევე მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ცხელ ხაზზე შესაბამისი სერვისები მიიღონ",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონში ეპიდსიტუაციის გამო მიღებულ შეზღუდვებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში გადახედავს.

თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, მთავრობას ათდღიანი პერსპექტივა სჭირდება, რომ სკოლებსა და ბაღების ამოქმედებაზე გადაწყვეტილება მიიღონ.

"მოსახლეობას მინდა მადლობა გადავუხადო, მათ გვერდში დგომას ბოლო დღეებში განსაკუთრებით ვგრძნობთ. ჩვენ მოგვიწია დროებით შემზღუდავი ღონისძიების შემოღება, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო შეზღუდვას როგორც ბათუმში საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ასევე საქალაქთაშორისო გადაადგილებას. მოსახლეობის უმრავლესობა გაგებით ეკიდება და მათ მადლობას ვუხდი. ჩვენს ერთიანობაზე არის დამოკიდებული რამდენად მალე დავასტაბილურებთ ეპიდვითარებას. ეს შეზღუდვები არის დროებით და რამდენიმე დღეში ინფიცირების დინამიკას გადავხედავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ შემზღუდავი ღონისძიების გაგრძელების, შეჩერების ან სხვა ფორმით გავრცელების თაობაზე. ასევე, სკოლებსა და ბაღებთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება ერთკვირიანი, ათ დღიანი პერპექტივა, რომ ზუსტად გავზომოთ ის რისკები, რომელიც უკავშირდება ამ პროცესის აღდგენას და ანალიზის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას",- განაცხადა რიჟვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა