აჰმედ იმამყულიევი - სოფელ სადახლოში "ევროპული საქართველოს" აქტივისტს სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს

სოფელ სადახლოში, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ აქტივისტს სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ მარნეულ-გარდაბნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა, აჰმედ იმამყულიევმა განუცხადა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პარტიის აქტივისტი სოფელში საარჩევნო ბანერს აკრავდა.

იმამყულიევი მომხდარს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებს.

„ჩვენს აქტივისტს სავარაუდოდ, ტირის თოფიდან, ფეხის არეში ესროლეს. ახლა, ის საავადმყოფოში უნდა მივიდეს. სამწუხაროდ, არ უნახავს, თუ ვინ ესროლა და ასე კონკრეტულად ვერავისზე ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან მოხდა ეს ყველაფერი“, - განაცხადა იმამყულიევმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო