ლევან გოფოძე - კორონავირუსით გარდაცვლილ 32-ე პაციენტს თირკმელების ქრონიკული უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილ 32-ე პაციენტს, რომელიც მათ კლინიკაში მკურნალობდა, თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, პაციენტს კოვიდ 19-თან ერთად, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა.

„დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული ერთი პაციენტი, რომლის გარდაცვალების მიზეზი გახდა თანმხლები დაავადებებიც კოვიდ 19-თან ერთად. პაციენტს დიალიზი უტარდებოდა, რადგან ჰქონდა თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ასევე ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი. ეს პაციენტი ჩვენს კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ შემოვიდა, მაშინ გამოხატული იყო სუნთქვის უკმარისობა, მკურნალობდა ინტენსიური თერაპიის პალატაში, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მაინც რჩებოდა ორმხრივი პნევმონია. პაციენტი თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს, იქ აგრძელებდა მკურნალობას და ორი დღის წინ კვლავ გამოიხატა სუნთქვის მოშლა. ამის გამო, ისევ დაბრუნდა ინტენსიური თერაპიის პალატაში. ამ დილით თავისი სუნთქვის კომპონენტი აღარ ჰყოფნიდა და რამდენიმე საათშიც გული გაჩერდა. დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი“,-განაცხადა გოფოძემ.

მისი თქმით, აღნიშნული პაციენტი 60 წლამდე ასაკის იყო.

როგორც ლევან გოფოძე განმარტავს, ეს 7 თვის განმავლობაში მესამე პაციენტია, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი განმარტებით, ყველა შემთხვევაში პაციენტებს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

„რაც უფრო მეტი შემთხვევა იქნება, მით მეტი შანსია იმისა, რომ მძიმე პაციენტები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში გამოჩნდება. თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტები კოვიდ ინფექციის მიმართ უფრო მოწყვლადები არიან და მათში ეს ინფექცია ბევრად უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე სხვა პაციენტებში“,-განაცხადა გოფოძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა