შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საპატიო ჯილდო თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს გადაეცა

24 სექტემბერს, „სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლში“ საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრესტიჟული ბიზნეს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყნის განვითარებაში, რეიტინგების ტოპ ათეულში მაღალი ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების, ქველმოქმედებასა და ხელოვნების დარგების დაფინანსება-წახალისების საქმეში შეტანილი წვლილისთვის წარმატებული ბიზნეს კომპანიები დაჯილდოვდნენ.

ბიზნესმენების და კომპანიების გარდა, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ერთობლივი ჯილდო person history - „ადამიანი ისტორია“ გადაეცათ კულტურისა და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს. აღნიშნული ჯილდო გადაეცემათ ადამიანებს რომლებმაც ისტორიული კვალი დატოვეს თავიანთ სფეროში მოღვაწეობით და მსოფლიოს მასშტაბით ხელი შეუწყვეს საქართველოს ცნობადობას და პოპულარიზაციას. კულტურის დარგში ჯილდო გადაეცათ: მომღერალი ნანი ბრეგვაძე, რეჟისორი რობერტ სტურუა და მხატვარი გოგი მესხიშვილი. პრესტიჟული ჯილდო person history მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს, პროფესორ თენგიზ ცერცვაძეს მიენიჭა; ჯილდო გადასცა საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის დირექტორმა ქალბატონმა მაკა კუტუბიძემ.

ხოლო, სამედიცინო დაწესებულებათა შორის ჯილდო “წლის ლიდერი 2020” (lieder of the year) covid-19-ის წინააღმდეგ ძალისხმევის, კოლექტივის თავგადადებული და ეფექტური ქმედებების საქმეში შეტანილი წვლილისთვის სიმბოლურად თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრს გადაეცა.

პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ის თანამშრომლებიც გახდნენ, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს covid-19-ის ბრძოლის საქმეში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა