თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში ვითარება არის რთული, თუმცა აბსოლუტურად მართვადი

სექტემბრის თვეში, აჭარაში 415 კოვიდინფიცირებული პირი გამოჯანმრთელდა, დღეს ამოქმედებული ახალი პროტოკოლის თანახმად კოვიდსასტუმროებიდან და კოვიდკლინიკებიდან შესაბამისი სამედიცინო შემოწმების შემდეგ, გაეწერა 400-ზე მეტი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ვითარება არის რთული, თუმცა არის აბსოლუტურად მართვადი, „ვინაიდან არცერთი პაციენტი აჭარაში არ არის ძირითადი სამედიცინო სერვისის გარეშე“.

„აბსოლუტურად გავმართეთ როგორც ცხელი ხაზი, ასევე რეაგირების მექანიზმები, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ერთეული არსებული ხარვეზები მინიმუმამდე დავიყვანოთ.

მინდა მოსახლეობას მადლობა გადავუხადო, ვინაიდან ბოლო დღეებში ჩვენ განსაკუთრებით ვგრძნობთ მათ გვერდში დგომას. ჩვენ მოგვიწია დროებითი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება, თუმცა მოქალაქეები გაგებით ეკიდებიან და მადლობას ვუხდი მათ. ზუსტად ჩვენს ერთიანობაზე არის დამოკიდებული, თუ რამდენად მალე დავასტაბილურებთ არსებულ მდგომარეობას", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

უწყების ინფორმაციით, აჭარაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიმდინარეობს ინტენსიური მიზნობრივი ტესტირება და გარდა ამისა PCR ტესტირება ხორციელდება ბათუმის ორ პოლიკლინიკაში.

„PCR ტესტირება ასევე ტარდება ცხელების ცენტრებში, სტაციონარებში, სასაზღვრო პუნქტებზე, კარანტინებში.

რეგიონში მოსახლეობის მხრიდან მომატებული მომართვიდან გამომდინარე, გაძლიერდა ცხელი ხაზი - 144“,- აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ