იოსებ ხახალეიშვილი მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს აგრძელებს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი ასეთი შეხვედრა დღეს ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში - შარვაშიძისა და ავტომშენებლის დასახლებაში გაიმართა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, სურს პირადად მოისმინოს იმ ქუთაისელების პრობლემა თუ მოსაზრება, ვინც წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებას ვერ ახერხებს.

"ჩემთვის თითოეული მოქალაქის აზრი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. არიან მოქალაქეები, რომლებიც ვერ ახერხებენ შეხვედრებზე მოსვლას, ამიტომ, გადავწყვიტე, პირადად ვესტუმრო მათ, გავაცნო საარჩევნო პროგრამა და მოვისმინო რა აწუხებთ, რომელი ყოფითი პრობლემა აქვთ პირველ რიგში მოსაგვარებელი, რას მიიჩნევენ თავიანთ ქუჩებზე და საკუთარ ქალაქში შესაცვლელად. ვფიქრობ, რომ მსგავსი შეხვედრები აუცილებელია, რადგან გარდა იმისა, რომ ბევრ საინტერესო აზრს ვისმენ ჩემი თანამოქალაქეებისგან, მაქვს გარკვეულწილად იმ საკითხების მონახაზი, რომელიც სწორედ მათი შეხედულებების გათვალისწინებით გაკეთდება", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა