აბაშაში პროექტის - „ჩვენ - მწვანე აბაშისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში პროექტის „ჩვენ - მწვანე აბაშისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ რვა ლოკაციაზე დაირგვება 300 ძირი წიწვოვანი ხე, ასევე, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულს გადაეცემა მცენარის შესაწამლი პრეპარატები, ბალახის სათიბი 3 მანქანა და სოფლის მეურნეობის სამუშაო იარაღები, ასევე იმუშავებენ მებაღეები,- ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის „ჩვენ - მწვანე აბაშისთვის“ მიზანია, მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნება, დაცვა და მის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანა.

როგორც აბაშის მერიაში აცხადებენ, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პროექტის განმახორციელებელი, შშმპ ორგანიზაცია „სიკეთის მაძიებლის“ ხელმძღვანელი, საკრებულოს წევრი ირაკლი ჭანტურია და საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ. პროექტის მხარდამჭერები არიან აბაშის მუნიციპალიტეტის მერია და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი.

უწყების ინფორმაციით, პრეზენტაციას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და მოქალაქეები ადმინისტრაციული ერთეულებიდან. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში“ პროექტის ფარგლებში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს