სერგი კაპანაძე - "ქართული ოცნება“ სერიოზულ აგონიაშია და თუ ჰგონიათ, რომ საფანტისა და ქვების სროლით, ხალხს შეაშინებს, ძალიან ცდება

"ქართული ოცნება“ სერიოზულ აგონიაშია და თუ ჰგონიათ, რომ საფანტის სროლით და ქვების სროლით და სხვა ტიპის ძალადობით რაიმე პრობლემას მოაგვარებს და მითუმეტეს, ხალხს შეაშინებს, ძალიან ცდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც მარნეულში, პლაკატის გაკვრისას „ევროპული საქართველოს“ აქტივისტის, რამილ აბდულაევის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა.

კაპანაძის თქმით, ეს პიროვნება ხელახლა აკრავდა პლაკატს, რომელიც არალეგალურად ჩამოხსნა ადგილობრივმა მუნიციპალურმა სამსახურმა. როგორც ის აღნიშნავს, ამ დროს აქტივისტს ესროლეს საფანტი და დაჭრეს.

„ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ, როგორ ესხმის თავს „ქართული ოცნება“ ოპოზიციის აქტივისტებს, მათ შტაბებს, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ძალადობის აქტივიზაცია მოახდინონ არჩევნების წინ.

ზუსტად იგივე განმეორდა დღეს მარნეულში, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის, აჰმედ იმამკულიევის შტაბის ერთ-ერთ წევრთან მიმართებით, ჩვენი ახალგაზრდა აქტივისტი, რამილ აბდულაევი აკრავდა ბილბორდს, რომელიც მანამდე ჩამოხსნა არალეგალურად „ქართულმა ოცნებამ“ და ადგილობრივმა მუნიციპალურმა სამსახურმა და ამ გაკვრის პროცესში მას ესროლეს ტყვია, ანუ საფანტი და დაჭრეს და ახლა იმყოფება საავადმყოფოში.

ეს მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულ აგონიაშია და თუ გონიათ, რომ საფანტის სროლით და ქვების სროლით და სხვა ტიპის ძალადობით რაიმე პრობლემას მოაგვარებს და მითუმეტეს, ხალხს შეაშინებს, ძალიან ცდება.

ამიტომ, ეს არის ჩვეულებრივი აგონია, ჩვენ ამას ვეგებებით მშვიდად, ყველა ამ ინფორმაციას, ბუნებრივია, მივაწვდით ჩვენს დამკვირვებლებს, მაგრამ, აქვე მინდა ვუთხრა მათ, რომ ისინი ასეთი ნაბიჯების გამო აუცილებლად დამარცხდებიან და ვერც საფანტის სროლა, ვერც ტყვიის სროლა და ვერც ქვების სროლა ვერ უშველის ხელისუფლების შესანარჩუნებლად“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა