დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ოთხი მეწარმე პასუხისგებაში მისცეს

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ოთხი მეწარმე პასუხისგებაში მისცეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გამოიყენეს ჯამში 2 065 725 ლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების მიწოდების ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება - გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ოთხი მეწარმე პასუხისგებაში მისცეს, რომელთაგან ორი დაკაავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გამოიყენეს ჯამში 2 065 725 ლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების მიწოდების ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, რითაც შეიქმნეს 313 789 ლარის ოდენობის ფიქტიური აქტივი, საიდანაც ბრალდებულებმა შეძლეს 220 897 ლარის გამოყენება.

გამოძიების ამ ეტაპზე ზიანის ნაწილი 56 033 ლარის ოდენობით ანაზღაურებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 185-ე მუხლების მე-3 ნაწილებით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა