„ამნესტი ინტერნეიშენალი“ ინდოეთს ტოვებს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ ინდოეთს ტოვებს.

როგორც მედია საშუალებები იუწყებიან, ინდოეთის მთავრობამ ორგანიზაციის ანგარიშები გაყინა, რამაც „ამნესტი ინტერნეიშენალი“ აიძულა, ქვეყანაში საკუთარი საქმიანობა შეეჩერებინა.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში „ამნესტი ინტერნეიშენალ ინდოეთის“ წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი თავდასხმა და საბანკო ანგარიშების სრული გაყინვა შემთხვევითი არ არის”, - განაცხადა „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ინდოეთის ოფისის აღმასრულებელმა დირექტორმა, ავინაშ კუმარმა.

მისივე თქმით, ორგანიზაცია ინდოეთში უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოდა და ადამიანის უფლებებს იცავდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა