ბიძინა ივანიშვილი ჯემალ ჭკუასელს იუბილეს ულოცავს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელს, ჯემალ ჭკუასელს იუბილეს ულოცავს. მისალოც წერილს ივანიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

“ჩვენო საყვარელო, ბატონო ჯემალ, მე და ჩემი ოჯახი მთელი გულით გილოცავთ 85 წლის იუბილეს! ბედნიერებაა, პირადად იცნობდე ქართული კულტურის დიდ მოამაგესა და ქომაგს, თავისი საქმის ერთგულ, დაუღალავ კაცს, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენი ყველაზე დიდი საგანძურის - უნიკალური ქართული ფოლკლორის აღორძინებას. გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.

დარწმუნებული ვარ, ამ კეთილშობილურ საქმეს, რომელსაც თქვენ ემსახურებით, თაობები დააფასებენ”, - წერს ბიძინა ივანიშვილი სოციალურ ქსელში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა