კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან სამი სენაკში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან სამი სენაკში გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, „კოვიდ 19“ ერთ-ერთი ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრებს დაუდგინდა. მათივე თქმით, ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაიყვანენ, სხვები კი ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან.

„ისინი აქამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, იცავდნენ წესებს. ვინაიდან გუშინ მე-12 დღე იყო, გავტესტეთ და მივიღეთ დადებითი პასუხები. გუშინ ასევე გამოეხატათ ჩივილები, აღენიშნებოდათ ტემპერატურა. ამ სამი შემთხვევიდან, ერთი მამაკაცი, რომელსაც შედარებით მძიმე მდგომარეობა აქვს, გადაჰყავთ შესაბამისი პროფილის კლინიკაში, ორი ბინაზე რჩება და მათ მდგომარეობას ოჯახის ექიმი გააკონტროლებს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ სენაკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა, ანა ჭიჭაღუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა