„სამართლიანი არჩევნები” - წინასაარჩევნო პერიოდში, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 13 შემთხვევა დაფიქსირდა

წინასაარჩევნო პერიოდში, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 13 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, აბაშაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას ბილბორდის გასაკრავად მუნიციპალიტეტის კუთვნილი ამწე გამოიყენეს.

„კვლავ დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტები. აბაშაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას ბილბორდის გასაკრავად მუნიციპალიტეტის კუთვნილი ამწე გამოიყენეს. ასევე, 300 რუსთაველი სტუდენტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე აღნიშნავენ, წელს, ეს სტუდენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობაა, 2018 წელს - 33, ხოლო 2019 წელს - 157 მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი ერთჯერადად დაფინანსდა. გასაცემი თანხა ქულების შესაბამისად 800-დან 1200 ლარამდეა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაარღვია საარჩევნო კოდექსით დადგენილი აკრძალვა და არჩევნებამდე 60 დღიან პერიოდში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ინფრასტრუქტურული ხარჯებისთვის, 1 032 100 ლარით გაზარდა”,- აღნიშნულია კვლევაში.

ამავე კვლევის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 1 და ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 8 შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაფიქსირდა სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები ოცამდე მუნიციპალიტეტსა და თბილისის რაიონებში.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდს მოიცავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა