ბათუმის 8 კოვიდ კლინიკაში 463 პაციენტი მკურნალობს, რეანიმაციულ განყოფილებაში 24 პაციენტი იმყოფება

ბათუმის 8 კოვიდ კლინიკაში 463 პაციენტი მკურნალობს. რეანიმაციულ განყოფილებაში კი 24 პაციენტი იმყოფება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდ კარანტინში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 957 კოვიდინიფიცირებულია, მათი მდგომარეობა უსიმპტომოა.

უწყების ცნობით, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 600-ზე მეტი პირი ბინაზე მკურნალობს.

"გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 225 ახალი შემთხვევა.

გუშინ ამოქმედებული ახალი პროტოლოკის თანახმად, სტაციონარი და საკარანტინო სივრცე დატოვა 400-მდე პაციენტმა. დაახლოებით - 300 პაციენტი გაეწერა კოვიდ სასტუმროდან, 100-მდე პაციენტი კლინიკებიდან. ამჟამად სტაციონარში მკურნალობს - 463 პაციენტი, მათ შორის 32 არასრულწლოვანი და 10 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია - 24 პაციენტი. კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება - 957 პაციენტი. ბინაზე მკურნალობს 600-ზე მეტი კოვიდ დადებითი პაციენტი.

ონლაინ კლინიკების მეშვეობით კონსულტაცია გაეწია - 553 პირს.

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება. რეგიონში მობილიზებულია 600 საწოლი.

კოვის დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე",- აცხადებენ უწყებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა