ფოთში ერთი ოჯახის 3 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან სამი ფოთში გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, „კოვიდ 19“ ერთი ოჯახის წევრებს დაუდგინდა. მათივე თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

"ლაბორატორიაში კვლევისთვის 33 ნიმუში იყო გაგზავნილი, აქედან 30-ის პასუხი უარყოფითია, სამის კი დადებითი. სამივე ერთი ოჯახის წევრია და ინფიცირების წყარო ბათუმს უკავშირდება. ისინი გადაყვანილი არიან ფოთის ჰოსპიტალში. ამ ეტაპზე მოძიებულია მათი 4 კონტაქტი და გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა. თვითიზოლაციაში 45 პირი იმყოფება,“- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ნინო ლეფსაიამ.

ამ დროისთვის ფოთში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევაა გამოვლენილი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი