თამარ გაბუნია - კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები ცხოვრების ჩვეულ რიტმს მე-13 დღიდან ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან

კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები ცხოვრების ჩვეულ რიტმს მე-13 დღიდან ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, გადაწყვეტილებას ტესტის გაკეთების ან არგაკეთების საჭიროების შესახებ პაციენტის მკურნალი ექიმი იღებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც აღარ არის ჰოსპიტალიზაციის და ადამიანის იზოლაციაში დაყოვნების საჭიროება, ის დაუბრუნდეს ჩვეულ აქტივობას. ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ ბევრი შემთხვევა იყო სიმპტომების გარეშე. რაც შეეხება მე-8 დღეს, უახლესი გარკვეული მეცნიერული საფუძვლები მოგროვდა იმასთან დაკავშირებით, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღის შემდეგ ადამიანი აღარ არის ისე გადამდები, როგორც თავიდან იყო და ძალიან მინიმალურია მის მიერ ინფექციის გადადების რისკი. აქედან გამომდინარე, სიმპტომურ პაციენტებში გამოჯანმრთელებისთვის 10 დღეა საჭირო, ანუ ტესტირებიდან 10 დღე და შემდგომ უსიმპტომო პერიოდი კიდევ სამი დღე. ანუ მინიმუმ 13 დღე სიმპტომიანი პაციენტებისთვის, რომ ვიფიქროთ ადამიანი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება უსიმპტომო პაციენტებს, მათთვის ჩვენი ახალი პროტოკოლის მიხედვით განსაზღვრულია 12 დღე, 12 დღის შემდეგ ამ პაციენტებს შეუძლიათ ტესტირების გარეშე დაუბრუნდნენ ჩვეულ საქმიანობას. ანუ სამსახურში შეიძლება გავიდეს ადამიანი, თუ მას არ ჰქონია სიმპტომები, რისი სოლიდური რაოდენობაც გვყავს. ამასთან დაკავშირებით მას რჩევას ოჯახის ექიმი, ან კოვიდსასტუმროს ექიმი მისცემს. მთავარია სიმპტომი არ გამოგვრჩეს, რადგან თუ სიმპტომი აქვს, მაშინ ტესტირების აუცილებლობა მაინც რჩება. ეს არ ნიშნავს, რომ ტესტირების საჭიროება ყველა შემთხვევაში იხსნება. თუ არის პაციენტი უსიმპტომო, გამოჯანმრთელებისთვის დამატებითი ტესტი საჭირო არ არის, თუ პირველი ტესტირებიდან 13 დღეა გასული, რაც შეეხება სიმპტომურ პაციენტებს, იქ კლინიკური ალგორითმი რთულია და ექიმი გადაწყვეტს, რამდენად შეიძლება პაციენტი დაუბრუნდეს ჩვეულ აქტივობას ტესტირების გარეშე, თუ საჭიროა ტესტის ჩატარება“, - განაცხადა გაბუნიამ.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები ცხოვრების ჩვეულ რიტმს მე-13 დღიდან ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან - თამარ გაბუნია

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა