თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ შემთხვევების უკონტროლო მატება იქნება, დღეში დაახლოებით 800 შემთხვევა, ეს საყურადღებოა და მკაცრი ზომები უნდა იყოს მიღებული

თუ შემთხვევების უკონტროლო მატება გვექნება, დღეში დაახლოებით, 800 შემთხვევა, ეს უკვე საყურადღებოა და მეტად მკაცრი ზომები უნდა იყოს მიღებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მუდმივად ლოკდაუნის საჭიროება ამ პირობებში არც არის და ვერც შენარჩუნდება.

„ბევრი რამ შეიცვალა მარტის და აპრილის შემდეგ კორონავირუსის მართვის ცოდნასთან თვალსაზრისით. მაშინ არც ის ვიცოდით რა კლინიკური შედეგები მოყვებოდა საბოლოოდ ამ ვირუსს, არც ის რამდენი კრიტიკული შემთხვევა დადგებოდა და არც ის, რა პასუხი ექნებოდა ზოგადად მეცნიერებას ამ ვირუსის წინააღმდეგ. დღეისთვის კლინიკური გამოცდილება ბევრად უფრო მყარია და ასევე თავდაჯერებულობაც იმასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევების უდიდესი ნაწილი იქნება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. ის, ვინც იქნება მძიმე პაციენტი, ამის მართვაც მოხერხდება. დღეს არის ბევრად უფრო მყარი საფუძვლები ვირუსის მართვისთვის. მუდმივად ლოკდაუნის საჭიროება არც არის და ვერც შენარჩუნდება ამ პირობებში. თუ შემთხვევების უკონტროლო მატება გვექნება, ეს უკვე არის საფუძველი იმისთვის, რომ გამკაცრდეს შემაკავებელი ღონისძიებები. უკონტროლო მატებაზე როდესაც მაქვს საუბარი, ეს არის ჩვენნაირი ქვეყნებისთვის 800-მდე შემთხვევა დღეში. აქ უკვე საყურადღებოა და მეტად მკაცრი ზომები უნდა იყოს მიღებული. მაგრამ ყველაზე საყურადღებო პრევენცია არის პირადი დაცვის საშუალების გამოყენება. არ გამოგვადგება მიდგომა, თუ მთავრობა დამსჯის, მაშინ გამოვიყენებ პირადი დაცვის საშუალებას“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება ვაქცინას, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს დაახლოებით, 700 ათასი დოზა სჭირდება, რომ მოსახლეობის 20% მოიცვას.

„ვაქცინაციის გლობალური ალიანსი არსებობს, რომელმაც ჩამოაყალიბა კოვაქს ფესილითი, სპეციალური სტრუქტურა, ვინც ქვეყნებთან და ვაცინის შემქმნელებთან მუშაობს იმისთვის, რომ როცა ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი, ქვეყნებს შორის სამართლიანი გადანაწილება მოხდეს. ყველაზე მაქსიმალური, რაც ქვეყანამ აქედან შეიძლება მიიღოს, არის მოსახლეობის 20%-სთვის ვაქცინის დოზა. ჩვენ უკვე ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს და გადავიხდით პირველ თანხას იმისთვის რომ ჩვენი რიგი გარანტირებული იყოს. არ ვიცი რა რიგში ვართ. დაახლოებით 700 ათასი დოზა გვჭირდება. აქ არ არის ერთ მწარმოებელზე საუბარი. როგორც კი რამდენიმე მწარმოებელი გაჩნდება, მათგან მოხდება ვაქცინების მობილიზაცია. პროცესი რთულია. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ მწარმოებელი. ვეცდებით იყოს ყველაზე ხარისხიანი და გამოცდილი მწარმოებელი. ჯერჯერობით უნდა დაველოდოთ, კონკრეტული და მკაფიო ვადა, როდის იქნება ეს ვაქცინა ხელმისაწვდომი, რა თქმა უნდა, არ არის“, - განაცხადა გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა