ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტია მოთავსებული

ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტია მოთავსებული

ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტია მოთავსებული. ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის შეფასებით, 14 -ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენის კი, სტაბილური.

„38 კოვიდპაციენტია მოთავსებული. მათი უმრავლესობა აჭარიდანაა, ადგილობრივი მხოლოდ ხუთია. 14 ინფიცირებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, საყურადღებო, 24 -ის კი სტაბილური,“ - განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა.