დავით ბაქრაძე - ჩვენი ამბიცია არ არის გავინაწილოთ სკამები და ვიზრუნოთ პოლიტიკოსების კეთილმოწყობაზე, ამიტომ არ ვასახელებ დღეს პრემიერობის კანდიდატს - ხალხმა გადაწყვიტოს

ჩვენი გუნდის ამბიცია არ არის გავინაწილოთ სკამები და ვიზრუნოთ პოლიტიკოსების კეთილმოწყობაზე. ჩვენი შეგნებული არჩევანია, ეს არჩვენები მივუძღვნათ საქართველოში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობას, ამიტომ არ ვასახელებ დღეს პრემიერობის კანდიდატს. ხალხმა გადაწყვიტოს და ხალხისთვის გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ „ევეროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის სიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ბაქრაძემ განმარტავს, „ევროპულ საქართელოს“ 4-5 ლიდერი ჰყავს, ვინც შეიძლება მთავრობის მეთაური გახდეს, თუმცა, თუ ვინ გახდება პერემიერი, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

„მე არ დავმალავ, ჩვენი გუნდის ამბიცია გახლავთ ის, რომ მომავალ კოალიციურ ხელისუფლებაში ჩვენ ვიყოთ წამყვანი ძალა. ჩვენი გუნდის ამბიციაა ის, რომ შემოვიტანოთ ამ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები, მოვაგვაროთ პრობლემები და ქვეყანა წინ წავიყვანოთ, მაგრამ ჩვენი გუნდის ამბიცია არ არის ის, რომ გავინაწილოთ სკამები და ვიზრუნოთ პოლიტიკოსების კეთილმოწყობაზე და არა ხალხის. ჩვენი შეგნებული არჩევანია, რომ ეს არჩვენები მივუძღვნათ საქართველოში მცხოვრები 4 მილიონი ადამიანის კეთილდღეობას და არა რამდენიმე პოლიტიკოსის მიერ სკამების განაწილებას. ამიტომ არ ვასახელებ დღეს პრემიერობის კანდიდატს და ამიტომ ვამბობ, დიახ, ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, დიახ, ჩვენ გავიმარჯვებთ, ხალხმა გადაწყვიტოს და ხალხისთვის გავიმარჯვებთ და არა იმიტომ, რომ ვინმემ პრემიერის სკამი დაიკავოს და თანამდებობა დაიკავოს.

რა თქმა უნდა, თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ გუნდში ლიდერები არ გვაკლია. ამ წუთში, ამ სცენაზე შემიძლია მინიმუმ, 4-5 ადამიანი გითხრათ, რომელიც საქართველოს ღირსეული პერემიერ-მინისტრი იქნება, მაგრამ ჩვენ ამ პროცესში, ახალი კოალიციური მთავრობის შექმნის პროცესში, ახალი საქართველოს მშენებლობის, გარდამტეხი ცვლილებების მოტანის პროცესში შევდივართ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, შევდივართ ღია კარით და ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვემსახუროთ ხალხს, მოვიტანოთ გარდამტეხი ცვლილებები და წავიყვანოთ ქვეყანა წინ. ეს გუნდია „ევროპული საქართველო“ და ამიტრომ გაიმარჯვებს ამ არჩვენებში „ევროპული საქართველო“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა