გიგა ბოკერია - ეს ჭაობი, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ, უნდა დასრულდეს

წარსული თავისი წარმატებებითა და ჩავარდნებით არის წარსული, ახლა უნდა გვქონდეს მომავლის ხედვა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარტიის საპარლამენტო გუნდის წარდგენისას განაცხადა.

ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ამ მძიმე კრიზისსა და გაჭირვებაში, სწორედ "ევროპულ საქართველოს" აქვს კონკრეტული, მომავლის ხედვა, რომელიც ქვეყანას აუცილებლად მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს.

„მე, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა გითხათ, რომ ჩემთვის თქვენ ყველანი ხართ ის ლიდერები, აქ მყოფ ადამიანებთან ერთად, ვისი პასუხისმგებლობაც არის, რომ ეს ჭაობი, რომელიც შექმნა ივანივილის რეჟიმმა, დასრულდეს, რომ მოვიდეს გარდამტეხი ცვლილება და უბრალოდ ისე კი არა, ივანიშვილი არ იყოს და რაღაცა იქნება. არა, სწორი გეზით, სწორი კომპასით, ქვეყნის წინსვლით და არა წარსულში ყურებით, წინ წაყვანა საქმის ყველა მოქალაქისთვის- ეს არის თქვენი, ჩვენი პასუხისმგებლობა, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ, რომ "ევროპული საქართველო", თქვენი ლიდერობით, აუცილებლად შევასრულებთ. ყველა შეთანხმებულია, რომ ეს ხელისუფლება უნდა დასრულდეს, მაგრამ ჩვენ, "ევროპული საქართველო" სხვებისგან განვსხვავდებით იმით, რომ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ხედვა, პასუხისმგებლობა, ვალდებულება იმისა, რას გავაკეთებთ. ჩენ ვიცით, რომ მთავრობა უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ პირობები შეუქმნას ხალხს, რომელსაც უნდა საკუთარი შრომით ბედნიერების მოპოვება. რაც დღეს ხდება, ყველა ჩვეულებრივი მოქალაქის ხარჯზე მთავრობის ბიუროკრატები თავს იმდიდრებენ- ეს არის ამოსავალი წერტილი ივანიშვილის რეჟიმის და ეს არის მთავარი საკითხი, რაშიც უნდა მოხდეს გარდატეხა. ჩვენ დავწევთ გადასახადებს, კერძო საკუთრებაში მივცემთ ქონებას ხალხს და მივცემთ ყველას შანსს, რომ საკუთარი შრომით, საკუთარი გარჯით მოიპოვოს კეთლდღეობა და მთავრობა იყოს მისი უსაფრთხოების დამცველი, გარე საფთხისგან დამცველი და არავითარ შეთხვევაში ის ცუდი ძიძა, რასაც ივანიშვილის მთავრობა გვთავაზობს დღეს და რასაც წერტილს დავუსვამთ. მოკლედ, ყველამ ერთად, "ევროპული საქართველოს", თქვენი ლიდერობით უნდა ვიაროთ წინ, არ ვიყუროთ ნოსტალგიით უკან, მათ შორის ისინიც, რომლებიც ოდესღაც მთავრობაში ვიყავით, იმიტომ, რომ წარსული თავის წარმატებებით და ჩავარდნებით არის წარსული და უნდა გვქონდეს ხედვა მომავლის. თქვენ ხართ მომავლის ლიდერები და ჩვენ ერთად მოვახდენთ გარდამტეხ ცვლილებებს ამ ქვეყნისთვის," - მიმართა გიგა ბოკერიამ მხარდამჭერებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა