წყალტუბოში საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

წყალტუბოში საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საპატიო მოქალაქის ტიტული ამჯერად 14 ღირსეულ წყალტუბოელს და მწვანე ქალაქის იმ დამსახურებულ ადამიანებს გადაეცათ, რომლებიც „ათეული წლები წყალტუბოს ემსახურებოდნენ და მისი უკეთესი მომავლის შექმნაზე ზრუნავდნენ“.

საპატიო მოქალაქეებს სპეციალური ჯილდოები მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებლმა პაატა ახალაძემ, მერის მოადგილეებმა ზურაბ მაისურაძემ და ალექსანდრე დადუნაშვილმა, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს ოლქში გივი ჭიჭინაძემ, წყალტუბოს საკრებულოს წევრმა ჯემალ ფანცხავამ, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა გადასცეს.

,,პანდემიის გამო ღონისძიება სახალხო დღესასწაულის "შემოდგომის წყალტუბოს" ფარგლებში რეგულაციების დაცვით ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიაზე ტრადიციულად ანსამბლმა ნადურმა "მრავალჟამიერი", ხოლო სამუსიკო სკოლის ვოკალურმა გუნდმა გია ყანჩელის პოპური შეასრულეს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა