შალვა შავგულიძე - ჩემთვის დიდი პატივია “ევროპული საქართველოს” გუნდთან ერთად ვიბრძოლო საქართველოს ევროპული მომავლისათვის

“არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვრჩებით პარტნიორები და ჩემთვის დიდი პატივია ამ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, “ევროპული საქართველოს” გუნდთან ერთად, რომელიც შედგება კვალიფიციური და პროგრესული ადამიანებისგან, ვიბრძოლო საქართველოს ევროპული მომავლისათვის”, - ამის შესახებ მთაწმინდის ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ “ევროპული საქართველოს” პარტიულ სიაზე საუბრისას განაცხადა.

შავგულიძის თქმით, “ევროპულმა საქართველომ” პირველმა აღიარა წინა ხელისუფლების დროს არსებული ჩავარდნები.

“პირადად მე, ისევე როგორც ჩემი პოლიტიკური თანამებრძოლები დიდი ხანია “ევროპულ საქართველოს” აღვიქვამდით როგორც ყველაზე ახლო პარტნიორ პოლიტიკურ ძალას. ჩვენი ერთობლივი პარტნიორობა შედგა 2019 წლის შუალედურ არჩევნებში, მთაწმინდაზე, სადაც მოვსინჯეთ ერთად ყოფნით არჩევნებში მომაწილეობა. ის უარყოფითი მხარეები, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლების მმართველობას, ძირითადად ეს იყო ჩავარდნა და დანაშაულები სამართლის სფეროში, “ევროპული საქართველოს” გუნდმა პირველმა აღიარა და

განაცხადა, რომ ეს დაუშვებელია და უნდა გამოსწორდეს. სამწუხაროდ, “ქართულმა

ოცნებამ”, რომელთან ერთადაც, ჩვენ კოალიციურად ვპირდებოდით საზოგადოებას სამართლის მოტანას, უღალატა ამ დანაპირებს და თავად დაადგა უსამართლობის გზას. დღეს

მე აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია, რომ ვიდგე იმ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, რომელმაც გაიზრდა და აღიარა შეცდომა”,- განაცხადა შავგულიძემ.

ცნობისთვის, „ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.

პარტიის გუნდს წარმოადგენენ: გიგი უგულავა, ტარიელ ნაკაიძე, გოჩა გურგუჩიანი, ლევან თარხნიშვილი, ზურაბ ჩილინგარაშვილი, არსენ კარაპეტიანი, ახმედ იმამყულიევი, ირინე აფხაზავა, გიორგი კანდელაკი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, მაია კაციტაძე, გიორგი ღვინიაშვილი, სერგო რატიანი, ელენე ოზაშვილი, მალხაზ პატარაია, ირაკლი კიკნაველიძე, მარიამ რამინაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, ლელა ქებურია, გიგა ბოკერია, აკაკი ბობოხიძე, ნინო გოგუაძე, ზაზა კედელაშვილი, ზურაბ ბუცხრიკიძე, ირმა ნადირაშვილი, გიგი წერეთელი, სერგი კაპანაძე, ხათუნა გოგორიშვილი, არმაზ ახვლედიანი, ელენე ხოშტარია, შალვა შავგულიძე და დავით ბაქრაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა