ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ - წაგების შიშმა გადაგიყვანათ ქვების სროლაზე - ჩვენ ამით ვერ დაგვაშინებთ

მე მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“ - ჩვენ ვხედავთ, რომ წაგების შიშმა გადაგიყვანათ ქვების სროლაზე. ქვების სროლა ეს არის მხოლოდ შიშის და სასოწარკვეთის ნიშანი, მაგრამ ჩვენ ამით ვერ დაგვაშინებთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაკეში, ელენე ხოშტარიამ პარტიული სიის წარდგენაზე განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, გუნდში თითოეული წევრი იქნება კონკურენციაში არა სკამებისათვის, არამედ იმისათვის, რომ უკეთ ემსახურონ ხალხს.

„მივმართავ „ქართულ ოცნებას“ - თქვენ ეთამაშებით ცეცხლს, რადგან ადამიანი, რომელიც შეიძლება ამისგან დაზარალდეს, არ აქვს მნიშვნელობა თუ ის რომელ პალიტიკურ პარტიას ეკუთვნის, ჩვენ ყველა ვართ ერთი ქვეყნის შვილები და არ არსებობს პოლიტიკური სკამი, რომელიც უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ერთი ადამიანის ერთი წვეთი სისხლი, იქნება ეს სადახლოში, გლდანში თუ ბოლნისში. ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას, ჩვენ, ოპოზიციურ პარტიებს გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ ამ ქვებს არ შევყვეთ ძალადობაში და 31 ოქტომბერს ღირსეულად, მშვიდობიანად შევცვალოთ ეს ხელისუფლება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარიამ აღნიშნა, რომ დღეს ოპოზიცია არის ერთიანი ერთი მიზნისთვის, რომ დაამარცხონ ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაინახოს ის განსხვავებები, რომლებიც თითოეულ პოლიტიკურ ძალას აქვს.

„ჩვენ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩავერთო იმ კონკურენციაში და ვიმოქმედოთ იმ პრინციპებით, რომელიც წარმოადგინა დავით ბაქრაძემ. კონკურენციაში არა იმისთვის, რომ მოვიპოვოთ სკამი, არამედ იმისთვის, რომ უკეთ ვემსახუროთ ხალხს. თქვენ იცით, რომ მე ვარ მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკის ოლქში და მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც მხარს მიჭერენ. თუმცა, ჩვენ ვართ მრავალფეროვანი ოპოზიცია და ამ მრავალფეროვნების ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს და მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ყველა, მრავალფეროვანი საზოგადოების წარმომადგენელი იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. ამიტომ, ეს არის ის ამოცანა, რომელსაც „ევროპული საქართველო“ სწორად და ხალხის ინტერესებით გაუძღვება“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, „ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.

როგორც პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საპარლამენტო გუნდის პრეზენტაციაზე განაცხადა, სიაში მათი წარმომადგენლები რიგითობის მიხედვით არ არიან გადანაწილებული, რაც ნიშნავს, რომ თავად ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ შევიდეს პარლამენტში.

პარტიის გუნდს წარმოადგენენ: გიგი უგულავა, ტარიელ ნაკაიძე, გოჩა გურგუჩიანი, ლევან თარხნიშვილი, ზურაბ ჩილინგარაშვილი, არსენ კარაპეტიანი, ახმედ იმამყულიევი, ირინე აფხაზავა, გიორგი კანდელაკი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, მაია კაციტაძე, გიორგი ღვინიაშვილი, სერგო რატიანი, ელენე ოზაშვილი, მალხაზ პატარაია, ირაკლი კიკნაველიძე, მარიამ რამინაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, ლელა ქებურია, გიგა ბოკერია, აკაკი ბობოხიძე, ნინო გოგუაძე, ზაზა კედელაშვილი, ზურაბ ბუცხრიკიძე, ირმა ნადირაშვილი, გიგი წერეთელი, სერგი კაპანაძე, ხათუნა გოგორიშვილი, არმაზ ახვლედიანი, ელენე ხოშტარია, შალვა შავგულიძე და დავით ბაქრაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო