ირაკლი ოქრუაშვილის პარტიამ სამ საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

„გამარჯვებულმა საქართველომ“ სამ საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

კანდიდატები პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილმა დაასახელა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ხულოს, შუახევის, ქედასა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ შანიძე იქნება, ხაშურსა და ქარელში - გურამ ჩალაგაშვილი, ხოლო ბათუმში - იზა სურმანიძე.

პარტიის თავმდჯომარე ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაცით, ქარელისა და ხაშურის ოლქში „ევროპულ საქართველოსთან“ საერთო კანდიდატების მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ, სადაც „ევროპული საქართველო“ გურამ ჩალაგაშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს, ამის საპასუხოდ კი, „გამარჯვებული საქართველო“ ,,ევროპული საქართველოს“ კანდიდატს გურიაში - ხათუნა გოგორიშვილს.

,,საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარმოვადგინეთ ჩვენი კანდიდატები სამ ოლქში: ბათუმში, ქარელსა და ხაშურში, ხულოსა და შეუახევში. მოგეხსენებათ, რომ საპარლამენტო არჩევნების პარალელურად იმართება არჩევნები აჭარის უზენაეს საბჭოში, სადაც ბათუმში, ხულოსა და შუახევის ოლქებში ასევე დავასახელეთ ჩვენი კანდიდატები. „ევროპულ საქართველოსთან“ შევთანხმდით საერთო კანდიდატების მხარდაჭერაზე ქარელის და ხაშურის ოლქში, სადაც მხარს დაუჭერენ გურამ ჩალაგაშვილის კანდიდატურას, ისევე როგორც ჩვენ მხარს დავუჭერთ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს გურიაში,“ - აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა