მარიამ ჯაში - თუკი ვითარება არ შეიცვალა და ოპოზიციურ პარტიებს არ მიეცა კამპანიის ეფექტური განხორციელების საშუალება, შესაძლოა, კითხვის ქვეშ დადგეს არჩევნების შედეგები

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაში პანდემიის ფონზე არასამართლიან წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს, სადაც უპირატესობა მმართველ გუნდს გააჩნია. როგორც ჯაში აცხადებს, მთავრობამ, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყონ ინეტპარტიული დიალოგი თუ როგორ ხედავენ ისინი სამართლიან და თავისუფალ გარემოში ეპიდვითარების გათვალისწინებით არჩევნების ჩატარებას.

"2020 წლის არჩევნები არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ეს არის ტესტი საქართველოს დემოკრატიის და გარდა დღემდე არსებული პრობლემებისა, რომელიც არჩევნებს ახლდა თან, მმართველი გუნდის ბუნებრივი უპირატესობის პირობებში, კოვიდ პანდემია კიდევ უფრო ართულებს საარჩევნო გარემოს ოპოზიციური ჯგუფებისთვის.

თავად ეპიდვითარების ფონზე მართვის სრული ბერკეტები არის მმართველი გუნდის ხელში. პრაქტიკულად შეუძლებელია საარჩევნო კამპანიის ჩატარება, შეხვედრები ჩვეულ ვითარებაში მოსახლეობასთან და დღეს მმართველი გუნდის სახელით ხდება ყველა იმ სოციალური დახმარების გაწევა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით თუ საერთაშორისო დახმარების გზებით მიეწოდება საზოგადოებას. ვფიქრობ, ამ ვითარებაში არ არის უზრუნველყოფილი სამართლიანი და თავისუფალი გარემო წინასაარჩევნო პერიოდის და როგორც მთავრობამ, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყონ ინეტპარტიული დიალოგი და შეთანხმება თუ როგორ ხედავენ ისინი სამართლიან და თავისუფალ გარემოში ეპიდვითარების გათვალისწინებით არჩევნების ჩატარებას. თუკი ვითარება არ შეიცვალა და ოპოზიციურ პარტიებს არ მიეცა წინასაარჩევნო კამპანიის ეფექტური განხორციელების საშუალება, შესაძლოა, კითხვის ქვეშ დადგეს არჩევნების შედეგები, ჩვენ ოფიციალური წერილით მივმართავთ როგორც პრემიერს, ასევე პრეზიდენტს და დიპლომატიურ კორპუსს, რომ კითხვები, რომელიც დაგროვილია პანდემიის ფონზე ასევე უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისის ფონზე, იყოს პასუხგაცემული,"- განაცხადა ჯაშმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე